მიხეილ სააკაშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, ეს არის ქართული კანონმდებლობის დარღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, ეს არის ქართული კანონმდებლობის დარღვევა.
თუმცა ბუნებრივია და გასაგებია, რომ ის ქართულ კანონმდებლობას არაფრად აგდებს და აკეთებს იმას, რაც ძალიან კარგად იცის, რომ არის კანონდარღვევა. მთლიანობაში ყველაფერი ეს მიზნად ისახავს ამომრჩევლის მოსყიდვას, ეს არის ამომრჩევლის მხრიდან კეთილგანწყობის მიღების გარკვეული მცდელობა, მაგრამ ამომრჩეველს ძალიან კარგად ახსოვს ის პერიოდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, მათ შორია ის თუ რა მდგომარეობა იყო ღვინის ინდუსტრიის სფეროში, როგორი დამოკიდებულება იყო ამ სფეროსთან მიმართებაში.
დღეს რადიკალურად განსხვავებული სურათი არის და ის პოზიტივი, რომელიც ამ სფეროში არსებობს განაპირობა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა ძალიან სწორმა პოლიტიკამ“, – განაცხადა კახიანმა.