ვნახე ტელევიზორში პარტიების რეკლამები და ყველა სოციალისტი გამხდარა შალიედან დაწყებული ჯუნორა ვაშაძით გაგრძელებული და თამარა ჩერგოთი დამთავრებული, – ამის შესახებ პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გავიღვიძე ამ დილით და მადლობა უფალს, ხატიას არ დაუმხვია ჯერ მთავრობა, მარა ეს რა ვნახე კაცო ტელევიზორში.
დავიძინე შუაგულ ველურ კაპიტალიზმში და გამოვიღვიძე გაშანშალებულ სოციალიზმში.
საქმე შემდეგშია – ვნახე ტელევიზორში პარტიების რეკლამები და ყველა სოციალისტი გამხდარა შალიედან დაწყებული ჯუნორა ვაშაძით გაგრძელებული და თამარა ჩერგოთი დამთავრებული. ყველა გვპირდება უფასო სათაგურს ოღონდ ყველის გარეშე!
თუმცა არაა გასაკვირი ჩვენთვის აშენებენ ველურ კაპიტალიზმში და საკუთარი თავისთვის სოციალიზმს!
ვაი თქვენს პატრონს უბედურს!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.