ქობულეთის სოფლებში – ალამბარში, ქვედა და ზედა სამებაში, ქაქუთში და სოფელი ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა.
ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მიწამ შიდასასოფლო გზებიც ჩაკეტა.
„მეწყრის შედეგად გზები ჩაკეტილი იყო სოფლებში, გუშინ ოთხი ერთეული ტექნიკა მუშაობდა, გაიხსნა გზები და დღესაც გაგრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ხუთ ოჯახთან ახლოსაა მეწყერი ჩამოწოლილი, რაც გეოლოგიური სამსახურის მიერ იქნება შესწავლილი, თუმცა ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს“, – აღნიშნა სულხან ევგენიძემ.
კომენტარები