ახალგაზრდებს შორის წამოწყებული შელაპარაკება გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში დაჭრით დასრულდა.
ცივი იარაღით დაჭრილი ოთარ გოგებაშვილი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობა და ტარდება სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად.
კომენტარები