შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1984 წელს დაბადებული მ.ქ. და 1987 წელს დაბადებული გ.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ამავე ფაქტზე ბრალი ასევე წარედგინათ 1987 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს, 1978 წელს დაბადებულ თ.ჯ.-სა და 1988 წელს დაბადებულ მ.ო.-ს, რომელიც ამჟამად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
შსს-მ ხულიგნობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
2016/09/28 14:44:18
ნანახია: 1306 ჯერ