ზურაბ ადეიშვილის და ნიკა გვარამიას ერთობლივი ჩართულობით მოხდა „ტელეიმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევება, – ამის შესახებ „ტელეიმედის“ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღეს განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ პირდაპირ ადეიშვილისგან მიიღეს დავალება, მიეხედათ „ტელეიმედისთვის“.
„როდესაც ადეიშვილი გასცემდა „იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევების და ტელევიზიის დალუქვის დავალებას, ამ პროცესს ესწრებოდა ნიკა გვარამია. სწორედ ადეიშვილის და ნიკა გვარამიას ერთობლივი ჩართულობით მოხდა „იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევება, ტელევიზიის დალუქვა, ხოლო ლიცენზიის ჩამორთმევა იყო შეთითხნილი მიზეზი. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს მითითებები ხდებოდა ადეიშვილის მხრიდან”, – განაცხადა პროკურორმა.
კომენტარები