დღეს ”ლიბერთი ბანკის” კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ამჯერად, მძარცველი დადიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, ბანკიდან წაღებულია თანხა, თუმცა მისი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დღეს „ლიბერთი ბანკის“ გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ფილიალიც დააყაჩაღეს.
კომენტარები