მანანა კობახიძე, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, „მარშალპრესთან“ საუბარში ეხმაურება. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში დაგეგმილ დესტაბილიზასთან იყოს კავშირში.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ამაზე გამოძიებას აწარმოებს, ვის მიერ იქნა თავის დროზე შეძენილი და შემდეგ გადამალული ეს იარაღები და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული დანაშაულია, რასაც სჭირდება ფუნდამენტური გამოძება, ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინოს. ჩემი აზრით, ვინც ამ იარაღს იძენდა და ინახავდა, სავარაუდოდ, გეგმაც ჰქონდათ, ეს იარაღები საჭირო დროს გამოეყენებინათ. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია, სანამ არ დადგინდება რასთან გვაქვს საქმე. ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში? – 2009–2011 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გახლდათ ხელისუფლებაში და მათი ზედამხედველობის გარეშე ასე ორგანიზებულად იარაღის შეძენა, მერე ასე მასშტაბურად სადღაც გადამლვა სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა რეგიონში, წარმოუდგენლად მეჩვენება. მაშინ, რა კავშირი ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას ამ ყველაფერთან? ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს. გამორიცხვით არაფერს გამორიცხავ, როგორ შეიძლება რამის გამორიცხვა, როდესაც საუბარი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვაზეა. საყურადღებოა, ეს ფაქტი ხომ არ უკავშირდება იმ ე.წ. დესტაბილიზაციას, რომელსაც გეგმავდნენ“, – აცხადებს მანანა კობახიძე “მარშალპრესთან” საუბრისას.
www.marshalpress.ge