“ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი, რომელიც კრავად შერაცხეს, არის ჩვეულებრივი დამნაშავე, კრიმინალი, რომელიც მონაწილეობდა იმ დიდ სქემაში, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს, – ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა, ალექსანდრე ახალკაცმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს მე პროკურატურას მივაწვდი ალბათ მათთვის სკანდალურ ინფორმაციას. ორგანიზაცია “გლობალური ფონდს”, რომელსაც ინდოეთიდან შემოჰქონდა ნაგავი მედიკამენტები და ტუბერკულიოზით დაავადებულეს ვითომ კურნავდნენ. ამ წამლით ფაქტობრივად ხოცავდნენ ადამიანებს. ჩემი ინფორმაციით, სანდრა რულოვსი უამრავ დოკუმენტზე აწერდა ხელს. მე პროკურატურას ვეტყვი იმ ოქროს მოწმეების შესახებ, რომლებიც მზად არიან, დაადასტურონ და დაამოწმონ ეს ყველაფერი ფაქტებით“, – განაცხადა ახალკაცმა.
მისივე თქმით, 2010-2011 წლებში ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერმა 800-ზე მეტი წამებით მოკლული ადამიანი გააფორმა, როგორც ტუბერკულიოზით გარდაცვლილი.
„თუ პროკურატურა გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, სანდრა რულოვსს მინიმუმ დაკითხვაზე მაინც დაიბარებენ. „ნაციონალების“ სიაში ნომერ მერე ადამიანი, რომელიც კრავად შეგვირაცხეს, არის ჩვეულებრივი დამნაშავე, კრიმინალი, რომელიც მონაწილებდა იმ დიდ სქემაში, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს”, – განაცხადა ახალკაცმა.
ყოფილი პატიმრის თქმით, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მის წამებას პირადად ესწრებოდა.
ამასთან, ყოფილი პატიმრის, ალექსადრე ახალკაცის ინფორმაციით, თავად სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით იხდიდა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, თუმცა, მისივე თქმით, რეალურად მის წინააღმდეგ პროვოკაციები სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაპირისპირების გამო დაიწყო და ამიტომ დააკავეს.