საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განმარტა, ახალი თავმჯდომარის არჩევა მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.
დღეს, 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად გამწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. დღის წესრიგში ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი მათ მიერ ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ დადგება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის ფიცის დადების ღონისძიებაში დასასწრებად მიწვეული არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
კომენტარები