ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ფოტოგრაფები მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.
ირაკლი გედენიძე, ირაკლი ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე საგამოძიებო უწყებაში 14:00 საათისთვის დაიბარეს. მათი ვარაუდით, საუბარი ე. წ ფოტოგრაფების საქმეს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქმეს გრიფი ადევს . ფოტოგრაფები ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს დააკავეს. დახლოებით 2 კვირაში კი გაათავისუფლეს. ისინი ფიქობენ, რომ მათი დაკავება 26 მაისს გადაღებულ ფოტოებს უკავშირდება.
„2 საათზე დაგვიბარეს. მიზეზი და თემა ჩვენთვის უცნობია. ვიცით, რომ გამოძიება წინ არის წასული და უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება ე. წ ფოტოგრაფების საქმეს“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
კომენტარები