თუ შემოვიდნენ „ევროპული საქართველო” და „ნაციონალური მოძრაობა”, სამწუხაროდ, შეფარვითი პრორუსული ძალები გვეყოლებიან. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის 4 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაში პოზიტიურია ის, რომ საქართველოს პარლამენტში ღიად პრორუსული ორიენტაციის ძალები არ იქნებიან.
„რაც შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური დავინახოთ არის ის, რომ ღიად პრორუსული ორიენტაციის ძალები საქართველოს პარლამენტში გარანტირებულად არ იქნებიან. რას შეცვლის მათი ყოფნა პრაქტიკაში, ოპონირების ხარისხზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება სხვა პარტიების დამოკიდებულებას, მათში შეცვლის ალბათ „მესიჯბოქსს“, ალბათ, რაიმე ახალს მოიფიქრებენ რათა, რაც შეიძლება გააუფასურონ ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა. ბუნებრივია, ეს ასე იქნება, სხვას არც ველით, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, რაც თავისთავად პოზიტიური მოვლენაა. ოპონირების ხარისხს არ ვიცი როგორ და რა დოზით გასწევენ, რომელი თემით უფრო დაინტერესდებიან.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მათი ბრიფინგიდან ერთ-ერთი პოზიტიური, რაც დავინახე, საგარეო ორიენტაციის შესახებ მათი აზრის დაფიქსირება იყო. მათი დეკლარირება დღეს იყო ისეთი, რამაც შეიძლება იმის თქმის საშუალება მოგვცეს, რომ ღიად პრორუსული ძალები საქართველოს პარლამენტში არ და ვერ იქნებიან, ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია.
რაც შეეხება შეფარვით პრორუსულ ძალებს, თუ შემოვიდნენ „ევროპული საქართველო” და „ნაციონალური მოძრაობა”, სამწუხაროდ, შეფარვითი პრორუსული ძალები გვეყოლებიან. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ“, – განაცხადა მდინარაძემ.