“რესპუბლიკელი” სენატორი ადამ კინზინგერი ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც კიზინგერი აცხადებს, კაპიტოლიუმის შტურმი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
“რაც ჩვენ ყველამ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვიხილეთ, არ არის ამერიკა, რომელიც თავისუფლებისა და იმედის შუქურაა მსოფლიოსთვის. კაპიტოლიუმის შტურმი გადატრიალების მცდელობა იყო. ეს გადატრიალების მცდელობა პრეზიდენტმა ტრამპმა წაახალისა და არცთუ ბევრი რამ გააკეთა კაპიტოლიუმისა და კონსტიტუციის დასაცავად. მოვუწოდებ “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერებს, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ “რესპუბლიკური” პარტიის პრინციპებს და ვიბრძოლოთ კონსტიტუციისა და ჩვენი ამერიკული თავისუფლების დასაცავად,” – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
კომენტარები