დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ და მისმა მეუღლემ, ედინბურგის ჰერცოგმა ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით აცრეს.
გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაცია დაჩქარებული ტემპით ტარდება. 8 იანვრის მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზა 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული
კომენტარები