აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას NBC News საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენსი ფიცის დადების ცერემონიაზე პირადად ბაიდენმა მიიწვია, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე ვიცეპრეზიდენტის ყოფნა მისთვის დიდი პატივი იქნება. ცერემონიაზე მისვლას არ აპირებს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
კომენტარები