ირაკლი კობახიძე გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია, რომელიც იურისპრუდენციაში თავის კომპეტენციით გუნდში გამოირჩევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა, თუ რატომ შეჩერდა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისას არჩევანი ირაკლი კობახიძეზე.
„ირაკლი კობახიძე გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია, რომელიც იურისპრუდენციაში თავის კომპეტენციით გუნდში გამოირჩვა. უკვე არაერთი წელია ირაკლი კობახიძე ჩართულია ჩვენი პარტიის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, მანამდე ის პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო და პარტიის ყოველდღიურ რეჟიმში იყო ჩართული და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთსულოვნად მას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები