მთავარი პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართავს.
ალექსანდრე ინდუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა შესაძლოა, დღესვე გაიმართოს. ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას გუშინ ჩაბარდა.
გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 2 ოქტომბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაიჭრა ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი.
პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს
2016/10/05 12:10:23
ნანახია: 1736 ჯერ