ევა გოცირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერში კორუფციის ნიშნებს ხედავს. განცხადება გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა.
„ამ ჩანაწერში იყო ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელი ამბები, კერძოდ, შეთავაზება სკანდალურად თანამდებობიდან გადადგომაზე და სანაცვლოდ გარკვეული დახმარების დაპირება. ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი კორუფციას და ეს არის სასამართლოს ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. ეს ყველაფერი ყოვლად მიუღებელი ფაქტია. განსაკუთრებულად ამძიმებს იმ დარღვევას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ის კონტექსტი, რომ შეხვედრა ე. წ. გახმაურებული საქმის განხილვის პიკში შედგა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაზღვეული არ ვართ, სამწუხაროდ, მომავალში მსგავსი ფაქტებისგან, ამიტომ გვმართებს მოსამართლეებთან გავაძლიეროთ სამოსამართლეო ეთიკის სწავლება და არა მარტო მოსამართლეებთან“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.
“კორუფციის ნიშნები გვარამია-ახვლედიანის საუბარში”
2016/10/05 14:09:22
კომენტარები
ნანახია: 1602 ჯერ