ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დღეს გამართულ პროცესზე მიიღო.
ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას ორი დღის წინ ჩაბარდა.
კომენტარები