რუსეთში, სადაც ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციები კვლავ განახლდა, 1 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, – ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
„ხელისუფლებამ უსაფრთხოების არნახული ზომები მიიღო. დახურულია მეტროსადგურები კრემლის მიმდებარედ, შეწყვეტილია ავტობუსების მოძრაობა, კვლავ არ მუშაობს რესტორნები და მაღაზიები“ – წერს საინფორმაციო სააგენტო.
„პუტინი ქურდია“, „გადადექი“ – სკანდირებენ შეკრებილები. ხალხმრავალი აქციები იმართება ხაბაროვსკში, ვლადივასტოკში, ტომსკში ირკუტსკსა და ციმბირის სხვა ქალაქებშიც. ყველაზე მასშტაბურია აქცია ნოვოსიბირსკში, სადაც 90 ადამიანი დააკავეს.
28 იანვარს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ხიმკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ ძალაში დატოვა. სწორედ ამას მოჰყვა დემონსტრაციები მთელი რუსეთის მასშტაბით.