ისრაელის სამხედროებმა პალესტინელი თავდამსხმელი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Outlook-ი ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე თავდასხმა აღკვეთეს. დანებით შეიარაღებულმა ახალგაზრდა პალესტინელმა ბეთლემის სამხრეთ რაიონში ჯარისკაცებზე თავდასხმა სცადა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინელი ადგილზე დაიღუპა.
მისი ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.
კომენტარები