წუხელ გვიან ღამით მამაკაცმა მეუღლე დანით დაჭრა. შემთხვევა ქუთაისში მოხდა. გოგონა თავის არეშია დაჭრილი და ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე დაჭრა, პოლიციის თანამშრომელია.
კომენტარები