ცუდო გოგო, ვამაყობ შენით, – ამ სიტყვებით რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ მეუღლეს, იულია ნავალნაიას სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მიმართა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს გამუდმებით არღვევ. ცუდო გოგო, ვამაყობ შენით!“– განაცხადა ნავალნიმ.
მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს.
კომენტარები