აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 102 420 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 916 192-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 2 618 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 462 173 -ს მიაღწია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 59 304 600 დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 39 037 964 დოზაა გამოყენებული.
კომენტარები