რუსეთში პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ, რომელიც ახლახან დააკავეს თავისი მეუღლის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის, რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაფრინდა, იტყობინება Interfax-ი წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, ნავალნაია დომოდედოვოდან მაინის ფრანკფურტში გაფრინდა 10 თებერვალს. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.
კომენტარები