ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„პრეზიდენტს და მის ამბიციურ დღის წესრიგს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე. ევროკავშირი მოლდოვას ყველაზე საიმედო პარტნიორია. ჩვენი მხარდაჭერა – რეფორმების პარალელურად. კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის განმტკიცება წინსვლის ერთადერთი გზაა“, – წერს შარლ მიშელი.
მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა.
I expressed full support to president @sandumaiamd and her ambitious agenda.
EU is Moldova’s most reliable partner.
Our support goes hand in hand with reforms.
Fighting corruption and strengthening rule of law are the only way forward.
Vă doresc mult succes! pic.twitter.com/R75d728z2o
— Charles Michel (@eucopresident) February 28, 2021