სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს
შეგახსენებთ, რომ სარკოზის კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. კერძოდ, ყოფილ პრეზიდენტს მოსამართლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.
ნიკოლა სარკოზს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2007-2012 წლებში ეკავა.
კომენტარები