საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი დასრულებულია. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, რომ ამომრჩეველს საშუალება მიეცა, თავისუფალ გარემოში განეხორციელებინა ხმის მიცემა.
თამარ ჟვანიამ გაწეული სამუშაოსთვის სადამკვირვებლო მისიებსა და საერთაშორისო დამოუკიდებელ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.
“3446 მაჟორიტარული ოქმი არის უკვე ასახული შედეგებში. სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ დაახლოებით 50-53 მაჟორიტარულ ოლქში, დიდი ალბათობით, გაიმართება მეორე ტური”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
კომენტარები