სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
”ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს არეულობა აარიდა! სააკაშვილს კი ვაშინგტონმა დაგეგმილი პროვოკაციები აუკრძალა!
მიხეილ სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ეჭვი გაეჩინა. რა არ დააბრალა: „რუსეთის აგენტი“, „პუტინის მეგობარი“ და ასე შემდეგ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელებს ყველანაირი ეჭვის საფუძველი გაუქარწყლა და დასავლური კურსისადმი ერთგულება დაამტკიცა. ჯერ კიდევ 2012 წელს ყველა აქტივი და ფინანსები რუსეთიდან გაიტანა და დასავლეთის ბანკებში განათავსა, ხოლო ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში და ევრო კავშირში გაწევრიანება სახელმწიფო ამოცანად აქცია. ყოფილმა პრემიერმა საპარლამენტო არჩევნების წინ, მთელი საქართველო შემოიარა და ყველგან საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის უალტერნატიობაზე ისაუბრა.
ძლიერ სახელმწიფოებთან თამაში რომ სახიფათოა ყველასთვის არის ცნობილი. გავიხსენოთ, ჩრედილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რჟიმების დამხობა და კონფლიქტი უკრაინაში. ბიძინა ივანიშვილმა სწორი გათვლა გააკეთა, სახელმწიფო გადატრიალების სპეციალისტებს საქრათველოს ძალადობრივად დაკავების საფუძველი არ მისცა.
ივანიშვილის სტრატეგიამ შედეგი გამოიღო, ვაშინგტონისთვის სააკაშვილისეული პროვოკაციების მოწყობის აუცილებლობა აღარ დადგა და ქვეყანას არეულობა აარიდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს დღევანდელ ხელისუფლებასთან ყველა საკითხი გარკვეული აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერი ელექორატი საქართველოში რაოდენობრივად დიდია, მისი მობილიზება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. ამ მხრივ დასავლურმა პოლიტ-ტექნოლოგიებმა და ქართულმა ამბიციებმა თავისის შედეგი გამოიღო, საქართველოს ნეიტრალური სატატუსის, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების და რუსეთთან დაახლოების მხრდამჭერმა პარტიებმა გაერთიანება ვერ მოახერხეს.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აშშ-სთვის საქართველოს პოლიტიკური სპექტრი პროგნოზირებადი და სანდო დარჩება.
ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის რომ, საქათველო არ გახდა გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირების საგანი და ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდა.
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე