საერთაშორისო ორგანზიციების შეფასებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან.
„საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებეული შეფასებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს, რაც ჩვენი შეფასებით, არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.