“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებს 24 -საათიან რეჟიმში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
”საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებების მიუხედავად, ”ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ, ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს, რაც ჩვენი შეფასებით, არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და არჩევნების მიმდინარეობისას მაღალპროფესიულად აშუქებდნენ პროცესებს და აწვდიდნენ ამომრჩეველს ობიექტურ ინფორმაციას, აღარაფერს ვამბობ გუშინდელ დღეზე, როდესაც მათ 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ჩატარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
კომენტარები