”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული აქციები თუ გამოსვლები გამოხატვის თავისუფლებაში უნდა ჩაჯდეს და ამ უფლების უზრუნველყოფა ქვეყანაში დაცულია, – ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ”ნაციონალური მოძრაობა” უნდა შეეგუოს, იმას რომ ვერასოდეს იქნებიან გამარჯვებულები იმ ხალხზე, რომელზეც წლების განმავლობაში ძალადობდნენ.
”შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომენტარები