რატომ მიდიან ჩინოვნიკები გვარამიასთან და რატომ აბარებენ ანგარიშს მუხლის მოდრეკით? ვინ არის ჩინოვნიკებისთვის ნაპროკურორალი გენდირექტორი?-ამ სათაურით გაზეთი „ალია“ სტატიას აქვეყნებს, სადაც აქცენტს ნიკა გვარამიასა და პოლიტიკოსების ბოლო დროს გახმაურებულ ურთიერთობაზე აკეთებს.
სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები ნიკა გვარამიას გავრცელებული აუდიოჩანაწერების შინაარსის მიხედვით „მუხლმოდრეკილები“ ელაპარაკებიან.
გაზეთი მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ციტირებას ახდენს, სადაც მოსამართლე გვარამიას ზედმიწევნით უყვება თუ რა ხდება ქართულ სასამართლო სისტემაში.
“მამუკა ახვლედიანს ისეთი არაფერი უთქვამს გვარამიასთვის, რაც „ალიასთან“ საუბარში არ უთქვამს, მაგრამ აქ ერთი საჩოთირო მომენტია და ისმება კითხვა: რატომ მიდიან ტიპები გვარამიასთან და რატომ აბარებენ ანგარიშს მუხლმოდრეკით, ვინ არის მათთვის ნაპროკურორალი გვარამია, ლიდერი, პატრონი თუ მიშა-2?“-წერს „ალია“.
სტატიის ავტორის აზრით, გვარამიას პოლიტიკოსებზე კომპრომატები აქვს მოგროვილი და მათი ასეთი დამოკიდებულებაც სწორედ ამ მოტივით აიხსნება.გაზეთი აქცენტს იმ საკითხზეც აკეთებს, თუ როგორ მოხდა გვარამიას კომპიუტერში შენახული მასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში.
„ალია“ კიბერდანაშაულზე წერს და მიაჩნია, რომ საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე რეზონანსი აქვს.
“ორი ვარიანტია: ან შეღწევა ხდება გარედან, ან შიგნით ჰყავს წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც შიგნიდან გააქვს უკანონოდ მოპოვებული მასალები,“-წერია სტატიაში.
სტატიის მიხედვითვე, გვარამია, როცა ამბობს, რომ ახვლედიანი ჩაწერა, ხაზს იმას უსვამს, რომ „ნაძირალაა“, თუმცა იმავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ გვარამია „თავისზე დიდ ნაძირალას“ ასახელებს, რომელმაც მოპოვებული ჩანაწერი მოპარა.
ავტორის აზრით, გვარამია ამით საკუთარ ქმედებებს ფარავს.
“მამუკა ახვლედიანი სასამართლოდან გაუშვეს,მან შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია და ახალი სექტორიდან ცდილობს სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს შეუტიოს, ის ან ვერ ან არ იქცა სააკაშვილისა და გვარამიას პოლიტიკურ „ბოზად“ და ამიტომაც დაარტყეს, თავიანთი ჭკუით გააფარჩაკეს,“-წერს „ალია“
“ახვლედიანი ვერ, ან არ იქცა სააკაშვილ-გვარამიას პოლიტიკურ “ბოზად“ და ამიტომაც დაარტყეს, თავიანთი ჭკუით, გააფარჩაკეს”
2016/10/10 16:56:47
კომენტარები
ნანახია: 3954 ჯერ