„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმამარიამ ჯაშმა ირაკლი შიხიაშვილს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც ჯშმა„რეპორტიორის” პრესკლუბში განაცხადა, იმედს გამოთქვამს, რომ ისინი ერთობლივი ძალებით, ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში გააგრძელებენ სამგორის მოსახლეობისთვის სასარგებლო დიალოგს.
„მადლობა მინდა ასევე გადავუხადო მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს ირაკლი შიხიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს მიჭერს. ის ყოველთვის აფიქსირებდა „ქართული ოცნების” მიმართ დადებით დამოკიდებულებას. მე იმედი მაქვს, ჩვენი ერთობლივი ძალებით, ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში გავაგრძელებთ დიალოგს, რომელიც იქნება სამგორის მოსახლეობის სასარგებლოდ მიმართული”,-განაცხადა ჯაშმა.
კომენტარები