სულელიც კი ხვდება, რომ ეს წინასწარი სცენარით დადგმული პროვოკაცია იყო“, – აღნიშნული მოსაზრება არჩევნების დღეს მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარემ, გუსეინ იუსუბოვმა გამოთქვა.
როგორც მან განაცხადა, ეთნიკურ ნიადაგზე არეულობა არავის გამოუვა.
„მე მიკვირს როგორ შეიძლება მომხდარიყო ასეთი პროვოკაცია. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე არეულობას ეთნიკურ ნიადაგზე ცდილობს, ეს არ გამოუვა. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ, დღესასწაულებს ერთად აღვნიშნავთ. ჩვენი ხალხი მსგავს პროვოკაციებს არ წამოეგება. დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი ჯერ უსმენს კანდიდატებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ასე მოხდა მარნეულის ყველა სოფელში. რაც შეეხება ყიზილაჯლოს, სულელიც კი ხვდება, რომ ეს წინასწარი სცენარით დადგმული პროვოკაცია იყო“, – განაცხადა გუსეინ იუსუბოვმა.
შეგახსენებთ, რომ ყიზილაჯლოში არჩევნების დღეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველები დაშავდნენ, საარჩევნო უბანთან მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი.
საარჩევნო უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩამსხვრეული იყო იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანი იყო განთავსებული.
გუსეინ იუსუბოვი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: თუ ვინმე არეულობას ეთნიკურ ნიადაგზე ცდილობს, ეს არ გამოუვა
2016/10/12 12:31:59
ნანახია: 1608 ჯერ