“არ აქვს მნიშვნელობა, რომელია ეს მესამე პარტია, მთავარია ის, რომ ამომრჩევლებმა მათ მისცა ხმა და ყველამ პატივი უნდა სცეს ამომრჩევლის ნებას”, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბურთალოს N 6 ოლქში, ლევან გოგიჩაიშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ პარლამენტში არ იქნება ორი პარტია.
”ეს მოცემულობა არის ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისად, მომავალი 4 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, სანამ არ ჩატარდება ხელახლა საპარლამენტო არჩევნები და ამომრჩეველს არ ექნება სხვა დაკვეთა 2020 წლისთვის”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მზადება მიმდინარეობს და ფიქრობს, რომ ”ქართული ოცნება” მაქსიმალურად ყველგან გაიმარჯვებს.
რაც შეეხება პარლამენტში შესულ ძალებთან მომავალ თანამშრომლობას, გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება” ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მხარს დაუჭერს მათ პროგრამას და ქვეყნის მომავალ განვითარებას.