“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელებში აქტუალურ ვიდეოზე, სადაც ინაშვილი ლოცვისა და ზიარების შესახებ საუბრობს, კომენტას აკეთებს:
”ლოცვასა და ზიარებაში არაფერია სათაკილო. ზოგიერთი “პრადვინუტი” ასე რომ აიდეალებს, იმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები კრიტიკულ ვითარებებში საჯაროდ ავედრებდნენ ღმერთს საკუთარ ხალხსა და ქვეყანას. ქართველი მეფეები რომ გავიხსენო, ჯვარზე მაცვამენ,- თავი თამარ მეფეს შეადარაო. თან, რაღაცა ახალ ფობიაში გამხვევენ. ყველა დიდი ბრძოლის წინ ლოცვა იყო, მარხვა და ზიარება! კატასტროფაა, რაც გვჭირს. თითოეული ჩვენგანი ქრისტიანულად რომ ცხოვრობდეს (რასაც მე, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ), ამდენი შური და ღვარძლი კი ვერ მოგვერეოდა. ვიცეკვე-რატომ იცეკვაო. ვიმღერე- რატომ მღერისო. ვილოცე- დავცინოთო. ისე, შავი ქამარიც მაქვს კარატეში, თუ ვინმეს აინტერესებს. თხილამურებზეც მაგრად ვსრიალებ და გიტარასაც ვაჩხაკუნებ. თქვენ, მართლა, ხომ არ გაჟრიალებთ?!”, – წერს ინაშვილი.