საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა „სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს ორი კანდიდატურა. ესენი არიან: ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განუცხადა.
მან არ დააკონკრეტა, თუ ვინ წარადგინა ზაზა თავაძის კანდიდატურა. ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა გიორგი კვერენჩხილაძემ დაასახელა, რომელსაც ასევე მხარს უჭერს მაია კოპალეიშვილი.
რაც შეეხება თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას და არჩევას, ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები