შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადება ცრუ ბრალდებებს ეფუძნება და სამართალდამცველების ღირსებას შეურაცხყოფს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, საქართველოს სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის
კომენტარები