პარლამენტში ახალი გაერთიანების შექმნის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კულუარებში სხვადასხვა დეპუტატებს შორის ამ თემაზე საუბრები მიმდინარეობდა.
„პარლამენტში “ნაცმოძრაობის”, “ფორუმისა” და “დემოკრატების” გაერთიანებაზე კულუარული საუბრები იყო. ამის თაობაზე საუბრები მაშინაც იყო, მათ შორის – პრესითაც, რათა ივანიშვილი ჩამოშორებულიყო ხელისუფლებას და პარლამენტში ვითარების შეცვლის შესაძლებლობა ყოფილიყო. ამის თაობაზე მსჯელობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ თანხმობამდე ვერ მივედით. ეს უკვე ვისი ბრალი იყო, როგორ იყო, სხვა თემაა, მაგრამ ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით ვინც არ დათანხმდა, იყვნენ „რესპუბლიკელები”, – განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური კონსულტაციები არ მიმდინარეობდა.
„კულუარებში იყო საუბრები სხვადასხვა დეპუტატებს შორის. ეს ფაქტია, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციები არ გახსნილა, რადგან არ იყო საკმარისი მზაობა ამასთან დაკავშირებით. რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება, ამის შესაძლებლობა იყო. სამწუხაროდ, ეს შანსი იყო გაშვებული ხელიდან”, – განაცხადა ბარამიძემ.
გია ბარამიძის სკანდალური განცხადება
2016/10/17 14:29:44
კომენტარები
ნანახია: 3522 ჯერ