„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ არანაირი მოლაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მხრიდან არ მიმდინარეობდა.
„დარწმუნებული ვარ იმ პოზიციაში, რაც გააჩნიათ “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თითოეულ წევრს, ერთის გამოკლებით. “ფორუმის“ განწყობაც ვიცი, ჩვენ ერთად ვისხედით 4 წლის განმავლობაში, გვერდი-გვერდ. ზუსტად ვიცი ფორუმელების განწყობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. „რესპუბლიკელების“ განწყობაც ჩემთვის ცნობილია, ერთად გავატარეთ დიდი ხანი. ჩვენ ინფორმაცია ამის შესახებ არ გვქონდა, რადგან ასეთი რამ არ არსებობდა. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც იმალება, თუ ღრმად კონსპირაციული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა”,- განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადება „შემოგდებულ“ თემას გავს.