ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ვერ მოხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შემუშავებულ დოკუმენტებში საქართველოს პრობლემატიკა, განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციები უკრაინის ტერიტორიას ეხება.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციები უკრაინისტერიტორიას ეხება. თუ საქართველო უკრაინის ტერიტორია გახდა, მაშინ მითხარით!
ყველას ვურჩევ, დემაგოგიური და იაფფასიანი განცხადებები არ აკეთოს, ხოლო თუაკეთებს, ამაზე ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. არაერთხელ განვმარტეთ დავფიქრობ, რომ გასაგებად ითქვა, მაგრამ თუკი ვინმეს დამატებითი სიცხადე სჭირდება,გეტყვით, რომ ეს არ იყო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ეს იყო ტექსტი უკრაინასთანდაკავშირებით. კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი, ყველაშესწორებას მხარი დავუჭირე. მხარი მთლიან რეზოლუციასაც დავუჭირე. სესიაზე მეკენჭისყრაში მონაწილეობას არ ვიღებ. უკრაინელი კოლეგების მხრიდან არცდელეგაციასთან ყოფილა რაიმე თხოვნა ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით. იმ პერიოდშივხვდებოდით შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებს, ბატონ ლომბარდის, რომელიცასევე არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ასევე კენჭისყრაში მონაწილეობა არ აქვს მიღებულისაპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ბატონ აგრამუნტს, რომელიც „ევროპის სახალხოპარტიის” ლიდერია. რეზოლუცია ეხება უკრაინას და არა საქართველოს, უკრაინისტერიტორიციაზე აგრესიასა და ადამიანის უფლებების დარღვევას, ეს არ არის რეზოლუციასაქართველოზე, უკრაინის ტერიტორიაზეა და ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორია გავხდით?!თუ საქართველო უკრაინის ტერიტორია გახდა, მაშინ მითხარით! სახელწოდებას ხომ უნდამივაქციოთ ყურადღება.
შვეიცარია–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ფილიპო ლომბარდისთანშეხვედრისას არჩევნების შედეგებთან და იმ მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რაცქვეყნის ინტერესებშია. ჩვენს ინტერესებშია, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მომავალთანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ის იყოს პრიორიტეტი. უკრაინასთან დაკავშირებულყველა რეზოლუციას ვუჭერდით მხარს და მხარი კომიტეტზე დავუჭირეთ. სესიაზე ჩვენიდელეგაციის ორი წევრი არ იმყოფებოდა, რადგან ვმართავდით შეხვედრასსაქართველოსთან დაკავშირებით. მომიტევეთ, თუკი ჩვენ საქართველოს ინტერესებს უფრომაღლა დავაყენებთ, ვიდრე სხვა ქვეყნი ინტერესებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.