„ეროვნული ფორუმის“ წევრი კახა შარტავა გია ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას წინასაარჩევნო პიარის ნაწილად თვლის. შარტავა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კონსულტაციები „ეროვნულ ფორუმს“ არ ჰქონია.
„თუ ვინმე არ განიხილებოდა და არ განიხილება, ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობა“. თავიანთი მეორე ტურისთვის წინაპირობების შექმნას ცდილობენ, ტყუილად ირჯებიან „ეროვნული ფორუმის“ მისამართით. მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებს არც წინასაარჩევნოდ ჰქონია ადგილი და არც რაიმე კონსულტაციები მიმდინარეობდა პარტიათა შორის“,- განაცხადა კახა შარტავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, “ეროვნული ფორუმის”, “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო.
მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო უმრავლესობიდან და კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” გასვლის შემდეგ, თუმცა ერთ-ერთი, ვინც ამის წინააღმდეგ წავიდა, “რესპუბლიკური პარტია” იყო.
კახა შარტავა: არანაირი მოლაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ყოფილა
2016/10/17 16:17:55
ნანახია: 1379 ჯერ