გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში შედიოდა და მიხეილ სააკაშვილის რეზოლუციური სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო.
„დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათ მხარდამჭერებირადიკალურად შეიცვლიან პოზიციას ან გამოხატავენ ძალიან მკაფიო პოზიციას ამსცენართან დაკავშირებით. ამ სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო გივი თარგამაძისაფეთქებაც და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში. სცენარში ვგულისხმობიმას, რასაც ღიად და შემდეგ უკვე ფარული ჩანაწერებით საუბრობენ სააკაშვილი და მისიმოკავშირეები, თუ თანაგუნდელები – დამხობა, არეულობა, კრიზისისშექმნა,მკვლელობების გახშირება. ასეულობით მკვლელობა მოხდება, ასე ამბობდასააკაშვილი „ფორბსთან” ინტერვიუში, რომელიც მრავალგზის იყო ტირაჟირებული „რუსთავი 2″-ის მიერ – ჩამოიშლება ბიუჯეტი, დაინგრევა ეკონომიკა, ჩვენ ამ დროით უნდავისარგებლოთ და დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. შემდეგ იყო ჩანაწერები იგივეგვარამიასთან, ბოკერიასთან”,-აღნიშნა ვოლსიკმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის დაპირისპირების, კრიზისის შექმნის სცენარი და ამ სცენარის ნაწილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება, საარჩევნო კოდექსის დიდი ნაწილი აღიარებული ყოფილიყო არაკონსტიტუციურად, შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი.
„შეიძლება, ჩიორა თაქთაქიშვილს და გიორგი კანდელაკს წარმოდგენა არ ჰქონდათ,შეიძლება გივი თარგამაძესაც. როდესაც ასეთი რამ იგეგმება. არ არის აუცილებელი, რომპოლიტიკური თანაგუნდელები მონაწილეობდნენ ამაში. როდესაც ასეთი დონისდაპირისპირებები იგეგმება საქართველოში, რაზეც სააკაშვილი ღიად საუბრობდა დაარაერთხელ, ეს ცოტა სხვანაირად ხდება. იმედი მაქვს, ჩემზე უფრო კომპეტენტურიორგანოები მიიყვანენ გამოძიებას ბოლომდე და გააკეთებენ უფრო მკაფიო განცხადებას”,-განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, გივი თარგამაძის მანქანა, სააკაშვილმა ააფეთქა, გია ვოლსკი პასუხობს:
„მე მოგიყევით სიტუაცია, რა და როგორ უნდა მოხდეს. მე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინცსააკაშვილმა ჩაიფიქრა. მე ვფიქრობ, რომ არსებობს ამ ქაოსიდან, ამ არეულობიდანდივიდენდის მიმღები, დაინტერესბული უამრავი მხარე. ეს ქაოსო, დაპირისპირებისდაგეგმვა, სცენარი, სააკაშვილმა შექმნა და არ გამოვრიცხავ, ეს თემაც, ეს აფეთქებაც იყოს ამსცენარის ნაწილი. როცა შენ შექმნი ამ მდგომარეობას ან ცდილობ რომ შექმნა ,ნებისმიერითემა შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ ქვეყნის სტაბილურობისწინააღმდეგია. სააკაშვილი ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია. მე დასკვნებს არვაკეთებ, მე აღვწერ სიტუაციას, რაშია საქმე და ამ ყველაფერს რა შედეგი შეიძლება მოყვეს”,-აღნიშნა ვოლსკიმ.