„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ სანდრა რულოვსი არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას.
„განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გადაწყდება, სანდრა რულოვსი პირველივე ტურში იმარჯვებს თუ არა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის პირველივე ტურში მოიგებს. ამის შემდგომ ალბათ გადაწყვეტს თვითონ რას აპირებს და როგორ აპირებს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანდრა რულოვსმა თქვა, რომ უს არ არის პოლიტსაბჭოს წევრი და კენჭისყრაში არ მიუღია მონაწილეობა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
კომენტარები