უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირი შეთანხმებას რამდენიმე კვირის განმავლობაში მიაღწევს. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის სამიტის პირველი სამუშაო დღის შემაჯამებელ დოკუმენტში. სამიტი ბრიუსელში მიმდინარეობს.
ამ მექანიზმის მიხედვით, თუ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის წესებს ბოროტად იყენებს, ბრიუსელი მისთვის ავტომატურად უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეძლებს.
„საქართველოსთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ მას შემდეგ დაწესდება, რაც ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებულ პროცედურას შემოიღებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა.
კომენტარები