,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კანონმდებლობის თანამხად ის საარჩევნო ბიულეტენში იქნება, თუმცა მეორე ტურს მისივე გადაწყვეტილებით ეთიშება.
კომენტარი რულოვსმა ცოტა ხნის წინ გააკეთა, როგორც მან ,,ნიუპოსტის” რეგიონულ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, მეორე ტურში არ აქვს აზრი ამ პრობებში მის მონაწილეობას.
,,მე პირველივე ტურში გავედი, ამიტომ მე შეურაცხყოფად მიმაჩნია ამ უსამართლო არჩევნებში მეორე ტურში შესვლა. მთელი ზუგდიდი ისედც წნეხის პირობებშია და არ მინდა ხალხს პრობლემები შეუქმნან და დასცინონ. მე პარლამენტიდან თუ სხვა ადგილიდან ისედაც დავუდგები ჩემ ხალხს გვერდში“ – განაცხადა რულოვსმა.
კომენტარები