აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში უკვე ჩატარებული იქნება მილიონ 200 000-მდე აცრა სრულად. აქედან 800 000-მდე ადამიანი იქნება ერთხელ ვაქცინირებული და 400 000-ს მიაღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საბჭო ასევე მსჯელობს იმ წამახალისებელ და მარეგულირებელ ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის.
„ასევე განხილება ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ბავშვთა ვაქცინაციას, მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვასა და ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის განახლებას, რომელიც ქვეყანას შემუშავებული აქვს წლის ბოლომდე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომენტარები