გიგა ბოკერია მეუღლე და “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩორგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს ეხმიანება:
“ასევე ველი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი მამა, რომლის სახელი თანამედროვე საქართველოს მშენებელთა ისტორიაში დარჩება, მარტო იმაზე არ ილაპარაკებს, რომ არჩევნები გააყალბეს და 4 წლის განმავლობაში ათას ფათერაკს გამოვლილმა პოლიტსაბჭოს წევრებმა ეს ხმები ვერ დაიცვეს. თუ მან დღეს პარტიული ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მხარდამჭერთა ემოციური ნაწილის წაქეზება გააგრძელა, მე მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვთქვა, რომ ახალ ვითარებას, რომელიც არანაირად არ ჰგავს 2003 წლის რევოლუციურ სიტუაციას, მან ალღო ვერ აუღო. ასე პარტია მართლა გაიყოფა და მომხრეთა რაოდენობის ზრდის ამოცანა გართულდება. მეტიც, ჩემთვის პირადად სრულიად გაუგებარი გახდება სააკაშვილის სამომავლო სტრატეგიაც და ტაქტიკაც, თორემ ლოზუნგები – გავთავისუფლდეთ ივანიშვილისაგან და ა.შ., იცოცხლე, კარგია”,- წერს ჩორგოლეიშვილი.