ჟურნალისტი გიორგი უძილაური რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელემიმართვას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“რუსთავი 2-ის ექსტრავაგანტული და მსახიობის ნიჭით საფუძვლიანად დაჯილდოებული დირექტორის, ნიკა გვარამიას კურცხალნარევ მოწოდებას ვუსმინე _ გამოდით, დაიცავით რ2-ო, ეს არხი კრიტიკული არხია და უჩვენოდ ევროატლანტიკური და დემოკრატიული მომავალი კვდებაო.
ყველა ხელისფლებას სჭირდება კრიტიკული მედია. სხვა შემთხვევაში ყველა(!) ხელისუფლება თვითხიბლში შედის და იხრწნება.
მაგრამ რუსთავი 2 არ არის კრიტიკული მედია, რუსთავი 2 საერთოდ არაა მედია. ეს ტელეკომპანია უკვე 20 წელია წარმოადგენს ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის(სმკ/ენმ) რუპორს და პოლიტიკურ აქტორს, რომელიც ვითარების შესაბამისად იცვამს ხან მედიის, ხან ჯალათის, ხან პოლიტიკური პარტიის მანტიას. თუმცა სასამართლო დავის საგანი ეს მანიპულაცია კი არა, არხის მესაკუთრეობაა. რათქმაუნდა, გვარამიამ ეს არ ახსენა.
სამაგიეროდ ბევრი ილაპარაკა რ2-ზე როგორც დემოკრატიის ერთადერთ შუქურაზე საქართველოში, რითაც უკვე მერამდენედ შეურაცხყო საქართველოში მოქმედი თავისუფალი მედიის წარმომადგენლები. გვარამიაც და დანარჩენი ნაციონალური მოძრაობაც თავს კვლავ თვლიან სხვებზე მეტად თანასწორებად, თუმცა ამავდროულად ითხოვენ კოლეგიალურ მხარდაჭერას. იმიტომ რომ, თურმე რუსთავი 2 საქართველოში ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიის გარანტი ყოფილა… ამ არხმა ცხრა წლის განმავლობაში ამართლა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, 9 წელი აბოლა და თვალებში ნაცარი აყარა იმ მოსახლეობას, რომელსაც დღეს დახმარებას და სოლიდარობას სთხოვს…მოსახლეობიდან რამდენმა დაიჯერა ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიის სიმბოლოდ თვითკურთხეული ნიანგის ცრემლების, სულ მალე, 14.00-სთზე გამოჩნდება”,-წერს უძილაური.